შოკოლადი
შოკოლადი (ინგლ. Chocolate, ფრანგ. Chocolat) არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.
სახელის ეტიმოლოგია
სიტყვა „შოკოლადი“ კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის „ჩოკოლატლის“ დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.
დღევანდელი ჩოკოლატლი შეიცავს: კაკაოს ფხვნილს, რძეს, შაქარს, დარიჩინს,
მწარე წიწაკას და ზოგჯერ, ვანილს.
ნედლეული
შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია, რომლებიც წარმოადგენენ კაკაოს ხის ნაყოფს, რომელიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.
წარმომავლობის მიხედვით, კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
§ აფრიკული
§ აზიური
სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს (მაგ.: განა, ბაია, კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.
ხარისხმის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:
§ კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანი გემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატიაქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
§ სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა)
ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები კაკაოს ხის ნაყოფის გულშია მოთავსებული (30-50 ც.).
ისტორია
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.
სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა.
მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს.
ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.
შოკოლადი დიდხანს რჩებოდა სასმელად. მყარი ფორმა მან მოგვიანებით მიიღო. შოკოლადის გემო, შემადგენლობა და კულტურა იცვლებოდა. თუ ადრე იგი მწარე სანელებლებით ზავდებოდა, ევროპელებმა იგი ვანილისა და ტკბილი სანელებლების წყალობით თავიანთ გემოვნებას მოარგეს. მიუხედავად რადიკალური სახეცვლილებებისა, მთავარი შემადგენელი, კაკაო და მისი მომაჯადოებელი არომატი, უცვლელი რჩებოდა.
უფრო გვიან, მე-16 საუკუნის ესპანეთში, ბერები კაკაოს მარცვლებს იშვიათი სუნელებით აზავებდნენ და საუცხოო სასმელს ამზადებდნენ. შოკოლადი მეფეთა ძღვნად ითვლებოდა და ჩვეულებრივ მოკვდავებს მასზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ.
უფრო გვიან, მე-16 საუკუნის ესპანეთში, ბერები კაკაოს მარცვლებს იშვიათი სუნელებით აზავებდნენ და საუცხოო სასმელს ამზადებდნენ. შოკოლადი მეფეთა ძღვნად ითვლებოდა და ჩვეულებრივ მოკვდავებს მასზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ.
არისტოკრატებისა და მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის, ცხელი, სქელი შოკოლადი ერთგვარი რიტუალი იყო. სვამდნენ მეფურ სასმელს და თავდაჯერებულობა და განსაკუთრებულბის შეგრძნება კიდევ უფრო ემატებოდათ. ესპანეთის მეფეც გიჟდებოდა შოკოლადზე.
რომ არა სამეფო ქორწინება, შოკოლადი კიდევ დიდხანს ვერ გავრცელდებოდა დანარჩენ ევროპაში. როდესაც ლუი მე-13-მ ესპანელი ანა ავსტრიელი შეირთო ცოლად, გურმანმა დედოფალმა, შოკოლადის მაგიურ ძალას ფრანგებიც აზიარა. მალე შოკოლადი მთელს ევროპაში გავრცელდა.
შოკოლადი ვნებისა და სიყვარულის ელექსირად იქცა. მას შემდეგ რაც ანა ავსტრიელმა საფრანგეთში შოკოლადი შეიტანა, მყისვე აიტაცეს ფრანგებმა. მიაჩნდათ, რომ მეფეთა ძღვენი ვნების ქარცეცხლს ატრიალებდა მათ სხეულში, ამიტომ, შოკოლადი სასიყვარულო პრელუდიის განუყოფელ ნაწილად იქცა.
შოკოლადის სახეობები
§ მწარე ან საცხობი შოკოლადი - სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
§ შავი შოკოლადი - შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
§ ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი - ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში.
§ რძის შოკოლადი - შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას.
§ თეთრი შოკოლადი - მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.
§ კაკაოს ფხვნილი - მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
§ შოკოლადის ”ჩიპსი” - მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყoს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ.
§ ჰაეროვანი შოკოლადი - შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, სადაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი.
§ თხევადი შოკოლადი - ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება.
შოკოლადის მწარმოებლები
შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებული როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: ჰერში, ნესტლე, შარფენ ბერგი, ჯიარდელი და ა.შ.
შოკოლადზე სიმღერაც კია :))))
დასკვნა
დასკვნის სახით წარმოგიდგენთ ჩემ აზრს ამ თემის შესახებ: როგორც ჩანს, შოკოლადი არა მხოლოდ ბავშვებს უყვართ, არამედ მას ადრე განსხვავებული დანიშნულებაც ჰქონდა. მას ადრე მეფეები და არისტოკრატები სვამდნენ, როგორც მეფურ სასმელს და ეს მათთვის ერთგვარი რიტუალი იყო. ამის შემდეგ კი შოკოლადის გამოყენების უფრო მრავალფეროვანი გზები გაჩნდა.ახლა შოკოლადი არამხოლოდ სასმელი, ასევე გემრიელი ტკბილეულიცაა და ის თითქმის ყველას უყვარს, განურჩევლად დიდისა თუ პატარისა. ამასთან მას აქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც კვლევაში ნათლად ჩანს და ამიტომ მისი მოთხოვნაც მაღალია.
https://www.google.com/
https://www.facebook.com/
http://www.youtube.com/